რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ესპანური გრანდები, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, დავიდ ალაბას შეძენით ინტერესდებოდნენ.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად ავსტრიელმა ფეხბურთელმაც გააკეთა.
"მიუნხენში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თუმცა ჩემს თავს ასევე სხვაგანაც წარმოვიდგენ."
"მადრიდში ან ბარსელონაში ცხოვრება? კარიერის დასრულებამდე ან მას შემდეგ, ეს მართლაც შეიძლება მოხდეს. ამას არ გამოვრიცხავ." - აცხადებს ალაბა.