იოახიმ ლიოვი დღეს მიუნხენში იმყოფებოდა. მან "ბაიერნის" სამ ფეხბურთელს - მატს ჰუმელსს, თომას მიულერსა და ჟერომ ბოატენგს შეატყობინა იმის შესახებ, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ისინი აღარ ითამაშებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bild და კრისტიან ფალკი ავრცელებენ.
"2019 - ეს არის წელი, როცა გერმანული საფეხბურთო ნაკრები თავის გზას თავიდან დაიწყებს. ჟერომი, მატსი და თომასი აღარ იქნებიან გუნდში, დღეს მათთვის ამის ახსნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ისინი ისევ არიან ის დიდებული მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გუნდში. სამივე ფეხბურთელმა ძალიან დიდი დრო გაატარა ჩვენთან, მე მადლობას ვუხდი მათ ამდენი ბედნიერი, განსაკუთრებული და წარმატებული დღისთვის გუნდში," - განაცხადა იოახიმ ლიოვმა.
ჟერომ ბოატენგი გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ხოლო მატს ჰუმელსი და თომას მიულერი - 2010-დან. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, მათ მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.