ესპანური გამოცემა Sport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" პირველი ნომერი, ტერ შტეგენი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
როგორც ცნობილია, ესპანური გრანდი ახალგაზრდა მეკარეს განახლებულ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა, შტეგენი მის გაფორმებას აჭიანურებს, რადგან კლუბის დატოვება სურს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.