მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" ონლაინ-ვარჯიშებზე გადავიდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰანს ფლიკი დისტანციურად ატარებს ყველა ფეხბურთელის ვარჯიშს ერთდროულად.
გუნდის ოფიციალურმა საიტმა ვარჯიშების ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.