ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება სურს.
გერმანულმა გამოცემა Bild-მა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ავსტრიელ ფეხბურთელს თავისი მიზეზი აქვს წასვლის.
კერძოდ, 2016 წელს, როდესაც ალაბამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი "რეკორდმაისტერის" ბოსები მას შეპირდნენ, რომ მიეცემოდა შანსი ახალ პოზიციაზე ნახევარდაცვის ხაზში.
ამის მიუხედავად, ამ დრომდე 27 წლის ფეხბურთელს მსგავსი შანსი მას არ მისცემია, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.