მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, იოახიმ ლიოვის თამამი გადაწყვეტილება შეაფასა.
ლიოვის გადაწყვეტილებით, "რეკორდმაისტერის" გამოცდილი მოთამაშეები, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი, ეროვნულ ნაკრებს აღარ სჭირდებიან.
"ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ის მაბრაზებს თუ როდის გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ ლიოვმა - "ლივერპულთან" თამაშამდე ერთი კვირით ადრე.
ასეთი რაღაცები ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი თამაშის წინ არ უნდა გაასაჯაროვო. მატსსა და ჟერომს დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ მორალურად აღიდგინონ ძალები.
მეორე მხრივ, მისი 100%-თ მესმის, ვინაიდან ლიოვი მომავალზე ფიქრობს", - განაცხადა მათეუსმა.
"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ თამაშს შინ "ლივერპულთან" 13 მარტს გამართავს.