მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა შემტევმა, კინგსლი კომანმა თავის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
"ვფიქრობ, ჩემს კარიერაში საუკეთესო სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლაა. სწორედ მან მომცა თამაშის შესაძლებლობა და შანსი."
"შემტევი სტილი ფეხბურთელებისთვის პეპი საუკეთესოა. გუნდს სწორედ იმ სტილში ათამაშებს, რომელიც ჩემნაირ მოთამაშეებს თავისი საუკეთესო უნარების გამოვლენის საშუალებას აძლევს." - აცხადებს კომანი.