მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ყოფილმა აგენტმა, ვაგნერ სანიოლიმ რაფაელ ვარანთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"ლენსში მისი თამაშის სანახავად ჩავედი. 18 წლის ასაკშიც კი ის უკვე მოწიფული იყო სრულიად."
"მაშინ კლუბის წარმომადგენლებს დაველაპარაკე და მითხრეს, რომ ფასი 4-5 მილიონი ევრო იქნებოდა. ეს ყველაფერი "ბაიერნში" ვაცნობე, სადაც მითხრეს, რომ ვარანი ძალიან ძვირი ღირდა."
"2 თვის შემდეგ დავინახეთ, თუ როგორ იყიდა ის "რეალმა" 10 მილიონ ევროდ. ეს სკაუტისთვის უდიდესი იმედგაცრუებაა." - აცხადებს სანიოლი.