მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა, ლუკას ერნანდესმა კორონავირუსის კრიზისზე ისაუბრა.
"ვარჯიშები ძალიან მკაცრ პირობებში გვიტარდება. მცირე ჯგუფეფაბდ ვართ დაყოფილი და ერთმანეთს საერთოდ არ ვხვდებით."
"რაც შეეხება ევროტურნირებს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის დასრულება ასეთ პირობებში შეუძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის ფავორიტები ვართ, ეს მაინც არასწორი იქნება."
"ჩემპიონთა ლიგის გასაგრძელებლად ყველა ერთნაირ პირობებში უნდა ვიყოთ. ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში თუ იტალიაში. სხვა შემთხვევაში ტურნირის ჩატარება არ შეიძლება." - აცხადებს ლუკასი.