ესპანური რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, UEFA და ევროპული კლუბების ასოციაცია ECA ჩემპიონატების განახლების დროებზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, ტოპ ჩემპიონატების უმრავლესობაში დარჩენილი ტურების მატჩები ივლისში ჩატარდება. რაც შეეხება ევროთასებს, ის შიდა ტურნირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვეში გაიმართება.
წყაროს ცნობით, ასევე გადაწყვეტილია მომავალი სეზონის ბედიც და ის სექტემბერში დაიწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები.