23 აპრილს ჩასატარებელი DFL-ის (გერმანიის საფეხბურთო ლიგა) შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ბუნდესლიგის კლუბების წარმომადგენლები და ფედერაციის მაღალჩინოსნები სწორედ ამ დღეს უნდა შეთანხმებულიყვნენ ტურნირის განახლების თარიღზე, თუმცა, შეხვედრა გადაიდო.
მიზეზად კლუბებისთვის დასაფიქრებლად მეტი დროის მიცემა დასახელდა, რათა მათი გადაწყვეტილება საბოლოო და კონკრეტული იყოს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გუნდებმა უკვე განაახლეს ვარჯიშები საწვრთნელ ბაზებზე.