რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნის" უდაო ლიდერი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, არსებობდა საშიშროება იმისა, რომ ისტორია სხვანაირად განვითარებულიყო.
იტალიური კლუბის, "ჯენოას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა 10 წლის წინ მომხდარი საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"ლევანდოვსკის გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი კარგად იცნობდა. შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და გენუაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი პრეზიდენტმა ჩაშალა." - იხსენებს სტეფანო კაპოზუკა.