ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" კინგსლი კომანის ტრანსფერით არის დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ფრანგი გარემარბის სანაცვლოდ მზად იყო 60 მილიონი გადაეხადა, თუმცა, მიუნხენელებმა უარით გაისტუმრეს.
როგორც ცნობილია, კომანი ფლიკის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს და კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფრანგი ბევრს ტრავმიანობს, ფლიკს მაინც ეიმედება მისი და სურს, რომ ძირითადი შემადგენლობი უცვლელ წევრად აქციოს. შესაბამისად, კომანს მომავალ სეზონში კვლავ მიეცემა შანსი.