გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ფეხბურთელს დაიმატებს.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ახლოსაა ბაიერის "ლევერკუზენის" ნახევარმცველის, ჩარლზ არანგისის დამატებასთან.
30 წლის მოთამაშეს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და სულ მალე "ბაიერნი" ფეხბურთელს უსასყიდლოდ დაიმატებს.
შეგახსენებთ, რომ არანგისი "ლევერკუზენის" ღირსებას უკვე 2015 წლიდან იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.