გასულ კვირებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელი სასპონსორო ხელშეკრულებას არღვევდა და Audi-ს მარკის ავტომობილების ნაცვლად სხვას იყენებდა.
თავდაპირველად "რეკორდმაისტერი" ამ დარღვევის გამო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა, ახლა კი კლუბმა ზომების მიღება გადაწყვიტა.
კერძოდ, გუნდის ფრანგი ვინგერი, კინგსლი კომანი ვარჯიშზე McLaren-ის მარკის მანქანით გამოცხადდა, ამის გამო კი კლუბი მას დააჯარიმებს.
"ბოდიში მინდა მოვიხადო ჩემი საქციელის გამო. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ Audi-ს მანქანას შუშა ჰქონდა გატეხილი და სწორედ ამიტომ გამოვიყენე სხვა ავტომობილი." - განაცხადა კომანმა.