ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ჰაკიმ აჩრაფისადმი ინტერესის შესახებ. აღნიშნულ თემაზე კომენტარი მაროკოელი მცველის აგენტმა გააკეთა.
"გასული დღეების განმავლობაში მედიაში მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, პირადად მე "ბაიერნის" მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია." - აცხადებს ალეხანდრო კამანო.
შეგახსენებთ, რომ ჰაკიმი მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და ის "დორტმუნდში" იჯარის წესით ირიცხება. პრესის ცნობით "სამეფო კლუბი" თავის ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.