ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელი გუნდები იყენებენ ყველაზე ხშირად ტალანტებს.
გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე დორტმუნდის "ბორუსია" გავიდა. გუნდის ფეხბურთელების მხრიდან მინდორზე გატარებული დროის 22.4% სწორედ 22 წლამდე ფეხბურთელებზე მოდის.
რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს", იგივე მაჩვენებელი გუნდში მხოლოდ 7.4%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით "რეკორდმაისტერი" მეთერთმეტე ადგილზეა.
ყველაზე "ახალგაზრდული" გუნდების ხუთეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:
"დორტმუნდი" - 22.4%
"ლაიფციგი" - 19.6%
"შალკე" - 19.2%
"კიოლნი" - 17.5%
"ლევერკუზენი" - 15.8%