გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა ესპანეთში გადაბარგებას გეგმავს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.
წყაროს ცნობით, ფრანგმა სპეციალისტმა ალაბას დამატებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, ახლა მთავარ პრობლემად ფეხბურთელის ხელფასი სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ალაბას აგენტი პინი ზაჰავია, რომელმაც ადრე ლევანდოვსკის გადაყვანაც სცადა "რეალში". ეს კი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.