მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
"ბაიერნი დიდებული კლუბია, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებულად არასდროს გაქვს. ასე რომ, არ ვდარდობ იმაზე, რომ ზაფხულში ახალი მარჯვენა მცველი იყიდოს გუნდმა."
"თავს უფრო კომფორტულად დაცვის ცენტრალურ ნაწილში ვგრძნობ. თუმცა, ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული მატჩში მონაწილეობის მიღებაა."
"ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ვისთანაც მითამაშია ედენ აზარი გახლავთ. რაც შეეხება ბავშვობის კუმირს, ეს უდაოდ ზინედინ ზიდანია." - აცხადებს პავარი.