მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ამჯერად ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ფერან ტორესი გამოჩნდა.
ვალენსიური გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" 20 წლის ფეხბურთელით სერიოზულად არის დაინტერესებული და პირველი შეთავაზებაც უკვე გააკეთეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს გერმანული გრანდი ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ. Transfermarkt ტორესს 45 მილიონ ევროდ აფასებს, რითაც ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა 21 წლამდე მოთამაშეებში.