ფრანგული გამოცემა Footmercato-ს ინფორმაციით, "ლაიფციგის" ამომავალმა ვარსკვლავმა, დაიოტ უპამეკანომ თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
მოგეხსენებათ, 21 წლის ფეხბურთელის დამატებით არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის "ბაიერნი", "ლივერპული" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებული.
ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდა მცველმა კვლავ გერმანიაში დარჩენა და "რეკორდმაისტერის" რიგებში გადაბარგება აირჩია, რაშიც გარკვეული წვლილი კინგსლი კომანმაც შეიტანა.
წყაროს ცნობით, უპამეკანოს კვლავ ნაცნობ გარემოში სურს კარიერის გაგრძელება. შესაბამისად, ახლა ჯერი მიუნხენურ კლუბზეა. იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნი" "ლაიფციგის" მოთხოვნილ ფასს გადაიხდის, მაშინ ახალგაზრდა მცველის ტრანსფერი შედგება.