ივან პერიშიჩის თაობაზე დაწყებული სატრანსფერო საგა გრძელდება.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ხორვატი ნახევარმცველის გამოყენებას ტრეიდში აპირებს.
კერძოდ, "ნერაძური" სერიოზულად არის დაინტერესებული "ბაიერნის" ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს დამატებით. წყაროს ცნობით, მილანელები "რეკორდმაისტერს" მის სანაცვლოდ პერიშიჩსა და გარკვეული რაოდენობის თანხას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი ცნობებით "ბაიერნი" ხორვატის შეძენას 10 მილიონ ევროდ აპირებდა.