მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ტრავმიანობა გრძელდება.
გუშინ დადასტურდა, რომ ფილიპე კოუტინიოს წვივზე პრობლემები აწუხებს, რის გამოც ორი კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა ვარჯიშს. დღეს კი კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოპერაცია ჩაიტარა.
წყაროს ცნობით, კოუტინიოს მარჯვენა ფეხის წვივის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც მომავალი 10 დღის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს. დიდი ალბათობით, ის ბუნდესლიგის განახლებისთვის, რომელიც 9 მაისს იგეგმება, მზად იქნება.