მიუნხენის "ბაიერნი" ცენტრალური მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად ბილბაოს "ატლეტიკის" ამომავალი ვარსკვლავი, უნაი ნუნიესი გამოჩნდა.
23 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მიიჩნევა ესპანეთში და კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი მხოლოდ 30 მილიონი ევროა. ამ თანხის გადასახდელად კი მიუნხენური გრანდი მზადაა.
წყაროს ცნობით, ნუნიესის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "არსენალსა" და მილანის "ინტერს" სურთ. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება თავად ფეხბურთელს მოუწევს.