მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.
"კლუბის ისტორიას რომ გადავხედოთ, ვფიქრობ, ლევანდოვსკი მეორე საუკეთესო ფორვარდია. მასზე უკეთესი მხოლოდ გერდ მიულერია."
"რობერტს საოცარი მიღწევები აქვს. ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის. ვფიქრობ, რომ ის კარლ-ჰაინც რუმენიგესაც კი აღემატება."
"ჯერ-ჯერობით, ლევანდოვსკის ლეგენდად დასახელება გამიჭირდება, რადგან, ჯერ კიდევ თანაგუნდელები ვართ. თუმცა, კარიერის დასრულების შემდეგ ესეც შეიცვლება." - აცხადებს მიულერი.