ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შესაძლოა, ლეგენდარული მიროსლავ კლოზე მოგვევლინოს.
გერმანული გამოცემა Eurosport-ის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი "რეკორდმაისტერის" შეთავაზებას დათანხმდა და შესაბამისად, შეთანხმებაც უკვე შედგა.
წყაროს ცნობით, კლოზეს მთავარ გუნდში დაწინაურება უკვე საბოლოოდ გადაწყდა და კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოესი დღეების განმავლობაში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი გერმანელი 2018 წლიდან "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს წვრთნის.