როგორც ჩანს, დაიოტ უპამეკანოს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ სრულდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ახალგაზრდა მცველთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და ფრანგი ფეხბურთელი კლუბში გადასასვლელად მზადაა.
წყაროს ცნობით, ახლა "რეკორდმაისტერს" მხოლოდ ლაიფციგურ კლუბთან დარჩა მოლაპარაკებები დასასრულებელი.
როგორც ცნობილია, "ლაიფციგი" 21 წლის მცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. "ბაიერნი" კი ამ საფასურის შემცირებას ეცდება.