მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანესადმი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოხატა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ახალგაზრდა ვინგერს დაურეკა და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ესაუბრა.
წყაროს ცნობით, დიალოგის დროს ფლიკი თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა და გარდა ამისა, სანეს აუხსნა, თუ რა როლში ხედავს მის მომავალს თავის გუნდში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ სუპერვარსკვლავს დაიმატებს.