ბუნდესლიგის ბინადარი "კიოლნის" ორ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ვარჯიშის ჩატარებამდე მოთამაშეებმა და სტაფის წევრებმა ტრადიციულად ტესტირება ჩაიტარეს, რის შემდგომაც ორ ფეხბურთელსა და ასევე სამწვრთნელო შტაბის ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯერ-ჯერობით კონკრეტული გვარები არ დასახელებულა. როგორც ცნობილია, მოთამაშეებს კორონავირუსის დაადასტურებამდე სიმპტომები საერთოდ არ ჰქონიათ.
გერმანიაში შიშობენ, რომ ამ ფაქტმა, შესაძლოა, ბუნდესლიგის დაწყებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს.