ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი მადრიდული კარიერიდან ეპიზოდი გაიხსენა.
"მახსოვს "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრა. ეს ერთადერთი მატჩია, რომლის შემდეგაც ვტიროდი. მე და აიტორ კარანკა ჩემი სახლის წინ ვისხედით მანქანაში და ცრემლებს ვერ ვიკავებდით."
"ეს ორმაგად რთული იყო, რადგან ამ სეზონში ნამდვილად საუკეთესოები ვიყავით. სამწუხაროდ, ეს ფეხბურთია. რონალდუ, კაკა, რამოსი. ისინი ფეხბურთის მონსტრები არიან, თუმცა, ასევე ადამიანებიც, რომლებსაც მოსდით შეცდომები." - იხსენებს მოურინიო.