ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტის" ლეროი სანეს შენარჩუნების ყველანაირი იმედი უკვე გადაეწურა.
წყაროს ცნობით, ბრიტანული გუნდის ერთადერთი მიზანი ახლა უკვე ტრანსფერისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ამაში წვლილს პირადად პეპ გვარდიოლა შეიტანს.
მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი "ბაიერნში" გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა და შესაბამისად, მოლაპარაკებების წარმოებაში ისიც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ "სიტი" სანეს 85 მილიონ ევროდ აფასებს, "რეკორდმაისტერს" კი ფასის შემცირე 70 მილიონ ევრომდე სურს.