მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, ჰერბერტ ჰაინერმა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა.
"ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური კლუბი გვყავს როგორც სპორტულად, ასევე ფინანსურადაც. ვერავინ ახერხებს სპორტისა და ბიზნესის ისე კარგად კომბინირებას, როგორც ჩვენ."
"არანაირი პრობლემა არ გვაქვს ჩვენი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე და ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდის კუთხით."
"ეს კრიზისი "ბაიერნისთვის", ისევე როგორც მსოფლიოსთვის, დიდი გამოწვევაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაძლევად." - აცხადებს ჰაინერი.