მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, იოზუა კიმიხმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
"როდესაც პატარა ვიყავი, ვცდილობდი ბევრი რამ გადამეღო ბასტიან შვაინშტაიგერისგან. ის იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც თავისი მენტალობის წყალობით მუდამ აღწევს წარმატებას. ბასტიმ ეს თვისება ყველაზე კარგად მუნდიალის ფინალში წარმოაჩინა."
"ასევე ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში. 2016 წლიდან ხშირად ვაკეთებ ამას თავისუფალ დროს. ვფიქრობ, ვინც ჩოგბურთს თამაშობს, ის მენტალურად ნამდვილი მონსტრია. ამ სპორტში ჩემი ფავორიტი როჯერ ფედერერია რომელიც ელეგანტურობის, კლასის, ჯენტლმენობისა და სამართლიანობის ნამდვილი მაგალითია."
"როგორც უკვე აღვნიშნე, მენტალობა უმნიშვნელოვანესია სპორტში. მე მუდამ ვცდილობ, ჩემი შემართება მინდორზეც გადავიტანო და ვფიქრობ, ამას ვახერხებ კიდეც. ასევე ვფიქრობ, რომ ისეთი ტიპის ფეხბურთელი ვარ, რომელიც არ ცდილობს მინდორზე გამორჩეული ჩანდეს, არამედ ყველაფერს აკეთებს, რომ თავის თანაგუნდელებსა და გუნდს დაეხმაროს." - აცხადებს კიმიხი.