გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია ბუნდესლიგის განახლების ახალ სავარაუდო თარიღზე შეთანხმდა.
წყაროს ცნობით, ჩემპიონატის გაგრძელება 15 მაისისთვის იგეგმება. თუმცა, მთავარ პრობლემას კვლავ მთავრობის თანხმობა წარმოადგენს.
მოგეხსენებათ, თავდაპირველი გეგმით ბუნდესლიგა 9 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით ფედერაციამ დასტური ვერ მიიღო. შესაბამისად, თარიღმა კიდევ ერთი კვირით გადაიწია და იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში მთავრობა ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებს, მაშინ ტურნირი სწორედ 15 მაისიდან განახლდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში "კიოლნის" ორ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი და სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია ბუნდესლიგის განახლების შეფერხება.