გუშინ არაერთმა ევროპულმა გამოცემამ დაადასტურა ლეროი სანესა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის კონტრაქტის პირობების შეთანხმება.
როგორც ჩანს, ტრანსფერი, ფაქტობრივად, დასრულებულია, რადგან ამ თემაზე კომენტარი თავად ახალგაზრდა ვინგერის აგენტმა გააკეთა.
"ლეროი ბუნდესლიგისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნება. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ ის ყველანაირად საუკეთესო ფორმაში დაბრუნდება."
"როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად სანეს იდეალურ ფორმაშია." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.