ბუნდესნაკრები მუდამ გამოირჩევა თავისი სტაბილურობით და გამონაკლისი არც გასული ოცწლეული ყოფილა.
გერმანიის ნაკრებმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, თითქმის ყოველ მუნდიალსა თუ ევროპის ჩემპიონატზე გუნდი საუკეთესოთა შორის ახერხებს ყოფნას, რაშიც უდიდესი წვლილი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს მიუძღვით.
გთავაზობთ გერმანიის ეროვნული გუნდის საუკეთესო შემადგენლობას 21-ე საუკუნეში.
კანი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ლამი - ბალაკი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი - პოდოლსკი, კლოზე.