ლონდონის "ტოტენჰემის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი, ტეილორ ბუთი გამოჩნდა.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 18 წლის ნახევარმცველმა ჟოზე მოურინიოს შტაბში დიდი მოწონება დაიმსახურა გასულ წელს, "დეზებთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ.
UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის შეხვედრაში მიუნხენელებმა ლონდონელ თანატოლებს 3:0 სძლიეს და გათამაშებას გამოთიშეს. ზემოხსენებული ფეხბურთელი კი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ "რეკორდმაისტერის" მხრიდან.
უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს "ტოტენჰემი" ამერიკელი ტალანტის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში, თუ ბუთის მიმართ დაინტერესებას ჰანს ფლიკიც გამოთქვამს, შესაძლოა, "ბაიერნმა" მისი შენარჩუნება გადაწყვიტოს.