მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, ლეონ გორეცკამ გუნდის ტრანსფერებზე ისაუბრა.
"ალექსის ჩვენს გუნდში ხილვა უკვე დიდი ხანია მსურს და მიხარია, რომ ეს სურვილი ამიხდა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს, რომ მიუნხენში ყველა მოუთმენლად ველოდებით. ნუბელის ტრანსფერი გუნდის ხარისხს მაღლა აწევს."
"რაც შეეხება სანეს. დასამალი არ არის, რომ მასთან განსხვავებული ურთიერთობა მაკავშირებს და მის გვერდით თამაში უდიდესი სიამოვნებაა. ჩვენ მე-5 კლასიდან ერთად მოვდივართ და ძალიან ახლო მეგობრები ვართ."
"მას შემდგომ, რაც ლეროი სხვა ქვეყანაში წავიდა სათამაშოდ, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ის გაცილებით უფრო მოწიფული და სრულყოფილია. სანე ყველა გამოწვევისთვის უკვე მზადაა." - აცხადებს გორეცკა.