მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა იუპ ჰაინკესის "ბაიერნზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"ვფიქრობ, ჩემი და იუპ ჰაინკესის სამწვრთნელო სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პირადად ჩემთვის, ის საუკეთესო მწვრთნელია ისტორიაში. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი მიდგომით ფეხბურთელების მიმართ."
"ვფიქრობ, რომ გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონობა მეტწილად სწორედ იმ "ბაიერნმა" განაპირობა, რომელსაც ჰაინკესი წვრთნიდა. ამ გუნდმა 2013 წელს ტრებლი მოიგო და ბუნდესნაკრებიც სწორედ მისი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
"ბასტიან შვაინშტაიგერი, ფილიპ ლამი, თომას მიულერი, მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, ტონი კროოსი. ყველა ეს ფეხბურთელი როგორც "ბაიერნში", ასევე ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები იყვნენ." - აცხადებს ფლიკი.