გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი დილემის წინაშე დგას.
გასულ კვირაში ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის ყველა გუნდის ფეხბურთელმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. პასუხების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მეორე დივიზიონის გუნდ დრეზდენის "დინამოს" ორი წევრი დავირუსებულია.
მოგეხსენებათ, გერმანული ჩემპიონატები 16 მაისიდან უნდა განახლდეს. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ დრეზდენული გუნდი საწყის ორ ტურს გამოტოვებს, რადგან მათი ყველა ფეხბურთელი კარანტინშია გადაყვანილი.
გარდა ამისა, არსებობს საშიშროება იმისა, რომ მთლიანად ბუნდესლიგა 2-ის დაწყების თარიღმაც გადაიწიოს. ფედერაციის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხს ორშაბათს განიხილავენ და სწორედ ამის შემდგომ გახდება პასუხი ცნობილი.