მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
კატალონიური რადიოს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად "ბარსელონას" 26 წლის მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ გამოჩნდა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა, გერმანული გრანდი სერიოზულად განიხილავს სემედუს ტრანსფერს და ამ საქმეზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.
როგორც ცნობილია, "ბარსელონა" პორტუგალიელ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს და მის დამასატებლად "ბაიერნის" გარდა ასევე "ინტერი", "სიტი" და "პსჟც" იბრძვიან.