მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი დაადასტურა.
"რეკორდმაისტერის" რიგებს გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, არმანდო სიები შეუერთდა. 17 წლის ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ახალგაზრდა გერმანელი ვინგერი ბოლო ორი წლის განმავლობაში "ჰოფენჰაიმში" ასპარეზობდა. გარდა ამისა ის ნაკრების 19 წლამდელთა გუნდის წევრია.
სიები "ბაიერნის" რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა.