მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ზე რობერტომ "ლევერკუზენთან" მატჩამდე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ლევერკუზენისა და "ბაიერნის" დაპირისპირების დროს მე მასპინძლების მხარეს ვიქნები და ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს."
"პირველი ის, რომ "ბაიერი" მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. გარდა ამისა, თუ "რეკორდმაისტერი" დამარცხდება, ბუნდესლიგა კიდევ უფრო დაიძაბება." - აცხადებს ზე რობერტო.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ბრაზილიელი 1998-2002 წლებში "ლევერკუზენის" ღირსებასაც იცავდა.