ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა მარიო გიოტცეს წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა.
"მარიო ძალიან ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელსაც შეეძლო, რომ მწვერვალები დაეპყრო. თუმცა, სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ მოახერხა."
"ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი თანამედროვე საფეხბურთო სტილია. დღეს-დღეისობით აუცილებელია, რომ მუდამ პრესინგში ამყოფო მეტოქე და მინდორზე 90 წუთის მანძილზე არ გაჩერდე. გიოტცემ კი ამ ტემპს ვერ გაუძლო."
"მარიო იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის შენარჩუნება და შეტევების წარმართვა შეუძლია. ვფიქრობ, ამ მხრივ ის უფრო ლა ლიგას მოერგებოდა." - აცხადებს ბალაკი.