მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში იჯარით მყოფმა მცველმა, ალვარო ოდრიოსოლამ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"გერმანია და გერმანული ფეხბურთის სტილი მომწონს. აქ მაღალი ტემპია, რაც ჩემი სტილის მქონე მოთამაშეებისთვის ძალიან კარგია."
"ვფიქრობ, მიუნხენი და აქაური გამოცდილების მიღება შესანიშნავია, თუმცა, მხოლოდ ერთი სეზონით. მე აუცილებლად დავბრუნდები მადრიდში და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად." - აცხადებს ოდრიოსოლა.