როგორც ჩანს, ბუნდესლიგის სეზონის დასრულების შემდგომ მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთიც ეტაპობრივლად დაიცლება.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ცენტრალური მცველი, ნიკლას სულე მწვანე მინდორზე დასაბრუნებლად ემზადება.
წყაროს ცნობით, ვინაიდან ბუნდესლიგის ბედი უკვე გადაწყვეტილია, ჰანს ფლიკი 24 წლის ფეხბურთელის თამაშს არ რისკავს და აპირებს, რომ ის ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე, ანუ აგვისტომდე არ ათამაშოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოირგებს თუ არა "ბაიერნის" ფორმას სულე გერმანიის თასის ფინალში გასვლის შემთხვევაში. სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელი არც ამ შემთხვევაში გარისკავს და ფეხბურთელის სრულად გამოჯანმრთელებას დაელოდება.