მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატების უმრავლესობა გარკვეული ვადით შეჩერდა და მხოლოდ ახლაღა ხერხდება მათი განახლება. შესაბამისად, ამან სატრანსფერო ბაზარზეც იქონია ზეგავლენა.
ფრანგული რადიო RMC Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სატრანსფერო წესებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
კერძოდ, კლუბებს უფლება ეძლევათ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 კვირით ადრე (საუბარია შიდა ჩემპიონატზე) ტრანსფერები განახორციელონ. თუმცა, ახალდამატებული მოთამაშეები მომავალ სეზონამდე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარებიან.
გარდა ამისა, ასევე იგეგმება, რომ სატრანსფერო ბაზრის ვადამ გადაიწიოს და ის ოქტომბერში დასრულდეს. თუმცა, ეს უკანასკნელი, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არ არის დამტკიცებული.