ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულმა პრესამ ტრანსფერი გასულ თვეში დაადასტურა, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის.
ბრიტანული გამოცემა Sky Sport-ის ინფორმაციით, წინა კვირაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც ორივე გუნდმა საკუთარი ფასი დაასახელა.
წყაროს ცნობით, შეუთანხმებლობის მიზეზიც სწორედ თანხაა. "ბაიერნი" 24 წლის ვინგერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის, მაშინ, როდესაც მანჩესტერ "სიტი" 70 მილიონ ევროს ითხოვს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შემდგომი მოლაპარაკებები. დიდი ალბათობით, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე მოუწევს წასვლა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.