იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ლეგენდარული ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის გუნდში დაბრუნების საკითხს განიხილავს.
მოგეხსენებათ, ხორვატი ფეხბურთელი 2012-14 წლებში "რეკორდმაისტერის" რიგებში ასპარეზობდა და მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილიც შეიტანა. ახლა კი 34 წლის მოთამაშე ყატარული "ალ დუჰაილის" ღირსებას იცავს.
წყაროს ცნობით, ჰანს ფლიკი ვეტერან ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს და ის მომავალ სეზონში გუნდის სათადარიგო თავდამსხმელად სჭირდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად დათანხმდება მანჯუკიჩი "ბაიერნის" შემოთავაზებას. ფეხბურთელი სულ ახლახანს გადაბარგდა ყატარში და არ არის გამორიცხული, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილი არ ჰქონდეს.