მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა კაი ჰავერცის შესახებ ისაუბრა.
"ბოლო სანაკრებო შეკრებების დროს მასთან ერთად მიწევდა დროის გატარება და მინდა ვთქვა, რომ კაისთან ერთად ვარჯიშიც და თამაშიც ძალიან სასიამოვნოა. ის უკვე უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თავის ასაკში საუკეთესოც კი."
"ბაიერნში მისნაირი ფეხბურთელები გვჭირდება. თუმცა, ვერ გეტყვით, შეიძენს თუ არა გუნდი მას. მე მხოლოდ ფეხბურთელი ვარ და ფინანსური საკითხები არ მეხება და არ ვიცი კლუბის სატრანსფერო გეგმები." - აცხადებს მიულერი.